გადაწყვეტილება N 271 2003 წლის ბიუჯეტის გეგმის პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002
მიღების თარიღი ივლისი 19, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის ბიუჯეტის გეგმის პროექტის განხილვის შესახებ
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ნორმალური და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) შეიმუშავა 2003 წლის კომისიის ბიუჯეტი პროექტი, სადაც ასახულია კომისიის ჩამოყალიბების პირველი წლების (2000-2002 წლები) შემდგომ მუშაობისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომისიის შემდგომი სტაბილური ფუნქციონირება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ეკონომიკური განყოფილების (ი. აბულაძე) ინფორმაცია 2003 წლის ბიუჯეტის გეგმის შესახებ მიღებული იქნას ცნობად (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).
2. დამტკიცდეს კომისიის 2003 წლის წლიური ბიუჯეტის გეგმა კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით (თან ერთვის):
ა) შემოსავლები---------------------------1 968 000.00 ლარი;
ბ) 2002 წლის გადმომავალი ნაშთი-- 100 000.00 ლარი;
გ) ხარჯები---------------------------------2 035 000.00 ლარი;
დ) ფინანსური რეზერვის ფონდი----- 16 500.00 ლარი;
ე) პრემირების ფონდი----------------- 16 500.00 ლარი.
3. უზრუნველყოს ეკონომიკურმა სამსახურმა (გ. ბუთბაია) კომისიის შესაბამისი დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივი გამოყენება.
4. დაევალოთ ადმინისტრაციული სამსახურს (ი. ლორია) და კომისიის მთ.ბუღალტერს (ი. აბულაძე) კომისიის წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის სისტემატური კონტროლი.
5. გაძლიერდეს მუშაობა ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროულად წარმოდგენისა და კომისიის ანგარიშზე თანხების სრულად ჩარიცხვისათვის.
6. დაევალოთ ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის სხვა სამსახურებთან ერთად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარონ სათანადო ღონისძიებები.
7. კომისიის სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N1 დადგენილებით დამტკიცებული „ რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ „ ნორმატიული აქტის შესრულებას.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დაევალოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს გ. ბუთბაიას.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.