წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 270 შპს “ სერვისი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 270 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002

მიღების თარიღი ივლისი 19, 2002

შპს „სერვისი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „სერვისს” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურების განსახორციელებლად N 1315 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს 8052 (რვა-ნული-ხუთი-ორი)  ნუმერაციის რესურსით;    

2.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                  კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „სერვისი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები