წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 268 შპს “ ულტრა კომუნიკაციები ”- სათვის ადგილობრივი სატელე ფ ონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 268 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002

მიღების თარიღი ივლისი 19, 2002

შპს „ულტრა კომუნიკაციები”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა) ქვეპუნქტის   საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „ულტრა კომუნიკაციებს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

2.      გამოეყოს თავისუფალი სასადგურო ინდექსი 170XXX~174XXX საერთო  სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
  • ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;
  • შპს „ულტრა კომუნიკაციებმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 6.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს /გ. კვერენჩხილაძე/ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ   (მ. გოთოშია)  და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                     ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები