წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 265 გაეროს განვითარების პროგრამისათვის საქართველოში სამუშაო სიხშირეების (161.300 მგჰც და 166.975 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 265 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002

მიღების თარიღი ივლისი 19, 2002

გაეროს განვითარების პროგრამისათვის საქართველოში სამუშაო სიხშირეების

 (161.300 მგჰც  და 166.975 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში                     161.300 მგჰც და 166.975 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში,               მის გარეუბნებსა და შემოგარენში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;

2.      უზრუნველყოს გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში გაეროს განვითარების პროგრამისათვის საქართველოში სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

           კომისიის თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები