გადაწყვეტილება N 262 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის BUINAKSK – 101 . 2 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002
მიღების თარიღი ივლისი 19, 2002
რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის
BUINAKSK 101.2 MHz
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/1538 09.07.02.) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის BUINAKSK 101.2 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის BUINAKSK 101.2 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 9 ივლისის № UMS-50/1538 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე