წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 250 შპს “ტიტანი”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 403 . 550 მგჰც და 408 . 675 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 250 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2002

მიღების თარიღი ივლისი 12, 2002

შპს „ტიტანი”- სათვის სამუშაო სიხშირეების (403.550  მგჰც და 408.675 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „ტიტანს” 403.550 მგჰც  და 408.675 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს შპს „ტიტანმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „ტიტანი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

        კომისიის თავმჯდომარე                               ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები