წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 247 ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

ნომერი: 247 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2002

მიღების თარიღი ივლისი 12, 2002

ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ რიგი ლიცენზიის მფლობელების მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

კომისია ამასთან აღნიშნავს, რომ შპს „ქვემო ქართილის ტელერადიოკომპანის” მიერ N 475 ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისას დარღვეულია ლიცენზიის პირობები (გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრე წარმიოადგენს 200 ვატს, ნაცვლად  100 ვატისა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიები ლიცენზიის მფლობელების მიერ განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო:

ა) შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” - ლიცენზიები N 477;

ბ) შპს „ივერია ქსელი” – ლიცენზია N 466;

2. მოყვანილი იქნას შესაბამისობაში შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” N 475 ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ლიცენზიით განსაზღვრულ პირობებთან;

3. გადატანილ იქნეს შპს „ელექტრას” - N 631, შპს „ზაგტელის” -        NN 1157,1160, 1164, შპს „ეი ჯი ნეტის” - NN 658, 661, 664, 667, 670,       შპს „საქტელიის” – NN 745, 748, 751, შპს „ელადას” – N 1259 და კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”-ის წარმომადგენლობა საქართველოში” - N 1266-ის ლიცენზიების გაუქმების საკითხის განხილვა 2002 წლის 26 ივლისის კომისიის სხდომაზე;

4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს;

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები