გადაწყვეტილება N 243 ეუთოს მისიისათვის საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2002
მიღების თარიღი ივლისი 05, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას საქართველოში შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 224.0602 03.06.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ეუთოს მისიამ საქართველოში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე