წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 239 ეუთოს მისიისათვის საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 239 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2002

მიღების თარიღი ივლისი 02, 2002

ეუთოს მისიისათვის საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას საქართველოში შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე  თანდართული ზედდებულით (N 23591350162) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ეუთოს მისიამ საქართველოში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                         ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები