წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 233 ინდივიდუალური საწარმო “ ალექსანდრე ჭეიშვილი - სატელიტსერვისი ”- სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 233 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2002

მიღების თარიღი ივნისი 28, 2002

ინდივიდუალური საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისი”-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ლიცენზია ინდივიდუალურ საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისს” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა (ქ.ქუთაისი, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის ფარგლებში).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები