გადაწყვეტილება N 227 რუმინეთის საელჩოსათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანისა და გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2002
მიღების თარიღი ივნისი 25, 2002
რუმინეთის საელჩოსათვის საქართველოში მაღალსიხშირული
მოწყობილობების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანისა და
გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1 მიეცეს ნებართვა რუმინეთის საელჩოს საქართველოში შემოიტანოს და დროებით (27.06.02წ - 04.07.02წ) გამოყენოს ქვეყნის ტერიტორიაზე INMARSAT „M” ტიპის სატელიტური სადგური და „IRIDIUM”-ის ტიპის პორტატული მოწყობილობები;
2 აღირიცხოს რუმინეთის საელჩოს მიერ გამოყენებისათვის განკუთვნილი მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე