გადაწყვეტილება N 226 შპს “ფ ორი ”- სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული , კოაქსიალური და ბოჭკოვან - ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2002
მიღების თარიღი ივნისი 21, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ე. ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „ფორს” ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება ქ. ფოთი (საქართველო) ქ. რიზე (თურქეთის რესპუბლიკა) მიმართულებით;
4. სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ტექნოლოგიური საკითხების დაზუსტებისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდგომ შპს „ფორმა” უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.