გადაწყვეტილება N 224 ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ ჰალო ტრასტი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2002
მიღების თარიღი ივნისი 21, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 4018603 12.06.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე