წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 222 ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით შპს “ფორი ”- ს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ნომერი: 222 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2002

მიღების თარიღი ივნისი 14, 2002

ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით შპს „ფორი”-ს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფორი”-ს მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს „ფორი”-ს ლიცენზია N1276 კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები