გადაწყვეტილება N 209 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ ACADEMY ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002
მიღების თარიღი მაისი 31, 2002
მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „ACADEMY” წარმოდგენილი
ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა სომხეთის რესპუბლიკის
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს
წერილი (№ 1-7/25 27.09.02.) ქ. ერევანში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „ACADEMY” გამოყენების შესახებ და
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის
მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „ACADEMY” გამოყენებაზე (2001 წლის 27 სექტემბრის № 1-7/25 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე