წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 208 კრასნოდარის მხარეში ფ იქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 208 / 14

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002

მიღების თარიღი მაისი 31, 2002

კრასნოდარის მხარეში  ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0350 22.02.02.) კრასნოდარის მხარეში ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარეში ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 22 თებერვლის № UMS-50/0350  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები