წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 207 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის BOTLIH DAG – 103 . 0 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 207 / 14

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002

მიღების თარიღი მაისი 31, 2002

რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურის  BOTLIH DAG – 103.0 MHz წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე   თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS- 50/0504 13.03.02.)  რუსეთის  რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის BOTLIH DAG – 103.0 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის BOTLIH DAG – 103.0 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 13 მარტის № UMS-50/0504 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები