გადაწყვეტილება N 206 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის სამუშაო სიხშირეების ( 6 . 9026 ; 10 . 7336 ; 13 . 5036 და 20 . 8106 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002
მიღების თარიღი მაისი 31, 2002
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის სამუშაო სიხშირეების (6.9026; 10.7336; 13.5036 და 20.8106 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 6.9026 მგჰც; 10.7336 მგჰც; 13.5036 მგჰც და 20.8106 მგჰც სამუშაო სიხშირეები სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე