წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 205 შპს “ კომბინედ გრუპ კომპანი ”- სათვის სამუშაო სიხშირის ( 157 , 975 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 205 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002

მიღების თარიღი მაისი 31, 2002

შპს „კომბინედ გრუპ კომპანი”-სათვის სამუშაო სიხშირის (157,975 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „კომბინედ გრუპ კომპანის” 157,975 მგჰც  სამუშაო სიხშირე, ქ. სამტრედიის, ქ. ლანჩხუთის და დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს შპს „კომბინედ გრუპ კომპანიმ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „კომბინედ გრუპ კომპანი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები