გადაწყვეტილება N 204 ს / ს “ ოტელ თბილისი ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 154 , 625 და 160 , 150 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002
მიღების თარიღი მაისი 31, 2002
ს/ს „ოტელ თბილისი”- სათვის სამუშაო სიხშირეების (154,625 და 160,150 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ს/ს „ოტელ თბილისს” 154,625 მგჰც და 160,150 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს ს/ს „ოტელ თბილისმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს/ს „ოტელ თბილისი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე