გადაწყვეტილება N 203 შპს ტელერადიოკომპანია “ ევრიკა ”- სათვის სამუშაო სიხშირის (10655 მგჰც) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002
მიღების თარიღი მაისი 31, 2002
შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკა”- სათვის სამუშაო სიხშირის (10655 მგჰც) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკას” 10655 მგჰც სამუშაო სიხშირე, ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია „ევრიკა”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე