წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 199 შპს “ ვეზირი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 199 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2002

მიღების თარიღი მაისი 31, 2002

შპს „ვეზირი”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ვეზირს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 25792  13.11.01)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ს/ს „ეი-ი-ეს თელასი”-სათვის;

2.      უზრუნველყოს ს/ს „ეი-ი-ეს თელასმა” კომისიაში დამატებითი ტექნიკური ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები