წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 197 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის ტესტირების პერიოდში სიხშირეების ( არხების ) მინიჭების და გადამცემების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 197 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2002

მიღების თარიღი მაისი 28, 2002

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის ტესტირების პერიოდში სიხშირეების (არხების) მინიჭების და გადამცემების გამოყენებაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობის განაცხადი ტელემაუწყებლობის ზონის გაფართოების მიზნით სატელევიზიო სიხშირეების (არხების) მინიჭებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და 55-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს დროებით 3 თვის ვადით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობას სიხშირეები (არხები) და მიეცეს გადამცემების გამოყენების ნებართვა ტესტირების პერიოდის განმავლობაში დანართში მითითებული ჩამონათვალის მიხედვით (თან ერთვის);

2.      უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ კომისიის სამაუწყებლო და ტექნიკურ სამსახურებთან შეთანხმებით, ახალი გადამცემების  ტესტირების პერიოდის (01.06.02-01.09.02) განმავლობაში ახალ და ამჟამად გამოყენებულ სატელევიზიო არხებზე მოქმედი გადამცემების ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება და კომისიაში  წარმოდგენა;

3.      საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ უზრუნველყოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510 მუხლით  განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლის ვალდებულებების შესრულება;

4.      კომისიამ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის სიხშირეების (არხების) მინიჭების და გადამცემების გამოყენებაზე ნებართვების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მოცემული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

           

                                                                                                            დანართი

                       

გადამცემის მდებარეობა სატელევიზიო არხის N გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრე (კვტ)
ქ. თბილისი ქ. ბათუმი

ქ. ქუთაისი

ქ. გორი

ქ. ზუგდიდი

ქ. ახალქალაქი

ცივგომბორი

მოქმედ არხზე

მოქმედ არხზე

36

42

43

30

47

3

3

3

3

1

1

3

 
Calendar
«»
ორსაოთხუპაშაკვ
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები