გადაწყვეტილება N 195 ფ ოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2002
მიღების თარიღი მაისი 28, 2002
ფოთის საზღვაო
ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული
მოწყობილობის
საქართველოში შემოტანაზე ნებართვის
გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ფოთის საზღვაო ნავსადგურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 576702 31.01.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე