წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 192 შპს ” მობილ ფ ონი “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 192 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2002

მიღების თარიღი მაისი 24, 2002

შპს  ”მობილფონი„- სათვის  საქართველოში  მაღალსიხშირული      მოწყობილობების  შემოტანაზე   ნებართვის  გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   ანგარიშფაქტურებით   (N 4018360   18.04.02 და N 40198415 17.05.02)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” აპარატურის შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესატანად;

 

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           კომისიის  თავმჯდომარე                              ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები