წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 188 შპს “ მაგთიკომი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 188 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2002

მიღების თარიღი მაისი 17, 2002

შპს „მაგთიკომი”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 81602/51754 15.05.02 და N 61426 10.05.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები