გადაწყვეტილება N 185 კრასნოდარის მხარეში რადიოსარელეო სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2002
მიღების თარიღი მაისი 14, 2002
კრასნოდარის მხარეში რადიოსარელეო
სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0039 14.01.02.) კრასნოდარის
მხარეში რადიოსარელეო სადგურებისათვის 18 გჰც დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების
გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და
ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარეში რადიოსარელეო სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 14 იანვრის № UMS-50/0039 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე