გადაწყვეტილება N 184 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ SOCHI / STELA - 111 ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2002
მიღების თარიღი მაისი 14, 2002
მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SOCHI/STELA-111” წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0051 15.01.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SOCHI/STELA-111” გამოყენების
შესახებ, რომელიც
იგეგმება INTELSAT7-66E-ს ტიპის
თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SOCHI/STELA-111” გამოყენებაზე (2002 წლის 15 იანვრის № UMS-50/0051 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე