წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 183 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ SOCHI / SBS - A ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 183 / 14

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2002

მიღების თარიღი მაისი 14, 2002

მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SOCHI/SBS-A”  წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0119 18.01.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SOCHI/SBS-A”  გამოყენების  შესახებ, რომელიც იგეგმება INTELSAT6-60E-ს ტიპის თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SOCHI/SBS-A”   გამოყენებაზე (2002 წლის 18 იანვრის № UMS-50/0119  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები