გადაწყვეტილება N 182 მიწისზედა თანამგზავრული სადგურების “ TERSKAYA / MTZS - V ” და “ TUAPSE / MTZS - D ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2002
მიღების თარიღი მაისი 14, 2002
მიწისზედა თანამგზავრული სადგურების „TERSKAYA/MTZS-V” და „TUAPSE/MTZS-D” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0091 17.01.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურების „TERSKAYA/MTZS-V” და
„TUAPSE/MTZS-D” გამოყენების შესახებ, რომლებიც იგეგმებიან STATSIONAR-5-ს ტიპის თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურების „TERSKAYA/MTZS-V” და „TUAPSE/MTZS-D” გამოყენებაზე (2002 წლის 17 იანვრის № UMS-50/0091 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე