წვდომის მენიუ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 176 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი მაისი 10, 2002

  “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს ნებართვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშ-ფაქტურით (N Fatt.Acc. 327 26.03.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.     უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                              ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები