გადაწყვეტილება N 173 შპს “ინტელ XXI”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2002
მიღების თარიღი მაისი 10, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ინტელ XXI”-ს თანამგზავრული სადგურის გამოყენებაზე, ქ. თბილისში შპს „ინტელ XXI”-ს ოფისში (რ. თაბუკაშვილის 17);
2. უზრუნველყოს შპს „ინტელ XXI”-მა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების მიღება;
3. აღირიცხოს შპს „ინტელ XXI”-ს მიერ გამოყენებისათვის განკუთვნილი მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
