გადაწყვეტილება N 171 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის KURSKAIA STAVR – 68 . 72 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2002
მიღების თარიღი მაისი 03, 2002
რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის
KURSKAIA STAVR 68.72 MHz
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/2200 27.11.01.) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის KURSKAIA STAVR 68.72 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების შესახებ
და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს, რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის KURSKAIA STAVR 68.72 MHz გამოყენებაზე (2001 წლის 27 ნოემბრის № UMS-50/2200 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე