წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 168 რუსეთის სატელევიზიო სადგურების TAMAN KRAS – 36 TBK ( ADD ), MOSTOVSKOI KRAS – 37 TBK ( ADD ) და NOVOROSSIISK KRAS – 38 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის

ნომერი: 168 / 14

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2002

მიღების თარიღი მაისი 03, 2002

 რუსეთის სატელევიზიო  სადგურების  TAMAN KRAS – 36 TBK  (ADD), MOSTOVSKOI KRAS – 37 TBK  (ADD) და NOVOROSSIISK KRAS – 38 TBK  (ADD)   წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS- 50/2195 27.11.01.)  რუსეთის  სატელევიზიო სადგურებისათვის TAMAN KRAS – 36 TBK  (ADD), MOSTOVSKOI KRAS – 37 TBK  (ADD) და NOVOROSSIISK KRAS – 38 TBK (ADD)  მინიჭებული არხების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს, რუსეთის სატელევიზიო სადგურების TAMAN KRAS – 36 TBK  (ADD), MOSTOVSKOI KRAS – 37 TBK  (ADD) და NOVOROSSIISK KRAS – 38 TBK (ADD)   გამოყენებაზე   (2001 წლის  27 ნოემბრის № UMS-50/2195   წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები