წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 167 ნიდერლანდების სამე ფ ოს საელჩოსათვის საქართველოში სამუშაო სიხშირეების (415.150 მგჰც და 425.475 მგჰც) მინიჭების შესახებ

ნომერი: 167 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2002

მიღების თარიღი მაისი 03, 2002

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსათვის საქართველოში სამუშაო  სიხშირეების (415.150 მგჰც  და 425.475  მგჰც)  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საქართველოში 415.150 მგჰც და 425.475 მგჰც სამუშაო სიხშირეები  ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის;

2.      უზრუნველყოს ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ საქართველოში, კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსათვის საქართველოში სიხშირის მინიჭების საკითხი მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

   კომისიის თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები