გადაწყვეტილება N 166 ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2002
მიღების თარიღი მაისი 03, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, თანამგზავრული სადგურის გამოყენებაზე, ქ. თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ოფისში (წერეთლის გამზ. 57);
2. უზრუნველყოს ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების მიღება;
3. აღირიცხოს ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოყენებისათვის განკუთვნილი მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის
მონაცემთა ბაზაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე