წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 165 შპს “ საქართველოს მილსადენის კომპანია ( GPC )”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 165 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2002

მიღების თარიღი აპრილი 30, 2002

შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”- სათვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით N CASH01004 24.03.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

    კომისიის თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები