გადაწყვეტილება N 163 ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2002
მიღების თარიღი აპრილი 26, 2002
ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ რიგი ლიცენზიის მფლობელების მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიები ლიცენზიის მფლობელების მიერ განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო:
ა) შპს „ნეოკომი” - ლიცენზია N1136, 1232;
ბ) შპს „ზამექს ეს ა” - ლიცენზია N1070;
გ) შპს „იბერკომი” - ლიცენზია N1042, 1222.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ეცნობოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) შესაბამის სამსახურს შპს „ნეოკომი”-სა და შპს „იბერკომი”-ს NCC და ISPC კოდების გაუქმების თაობაზე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე