გადაწყვეტილება N 159 სს “სახელმწიფოთაშორისო კომპანია “მირ”-ისათვის ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2001
მიღების თარიღი აპრილი 26, 2002
„სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირ”-ის„ დამოუკიდებელი და შეუფერხებელი საქმიანობის საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ” დსთ-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა 1993 წლის 24 დეკემბრის შეთანხმების, „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირ”-ის„ განვითარებისათვის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ” დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა 1997 წლის 17 იანვრის შეთანხმებისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ.ა. ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია სს „სახელმწიფოთაშორისო კომპანია „მირ”-ს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: თამანგზავრული ტელერადიომაუწყებლობა;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. სს „სახელმწიფოთაშორისო კომპანია „მირ”-მა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
