გადაწყვეტილება N 156 შპს “ მწვანე კუნძული – ტელეკომპანია მეცხრე არხი “- სათვის სამუშაო სიხშირის (1510 მგჰც) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2002
მიღების თარიღი აპრილი 26, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „მწვანე კუნძული ტელეკომპანია მეცხრე არხს” მოძრავი სატელევიზიო სადგურის სარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის 1510 მგჰც სამუშაო სიხშირე და გაუქმდეს 2290 მგჰც სიხშირის მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. უზრუნველყოს შპს „მწვანე კუნძული ტელეკომპანია მეცხრე არხმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მწვანე კუნძული ტელეკომპანია მეცხრე არხი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
