გადაწყვეტილება N 151 შპს ტელეკომპანია “ ნიკა - 95 ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2002
მიღების თარიღი აპრილი 26, 2002
შპს ტელეკომპანია „ნიკა-95 ”-
სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების
საქართველოში შემოტანაზე ნებართვის
გაცემის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ტელეკომპანია „ნიკა-95 ”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N EX0193/04/02 02.04.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე