გადაწყვეტილება N 149 ინდივიდუალური მეწარმე “ დავით სიხარულიძე ”- სათვის სამუშაო სიხშირის ( 426 , 100 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2002
მიღების თარიღი აპრილი 19, 2002
ინდივიდუალური მეწარმე „დავით სიხარულიძე”- სათვის სამუშაო სიხშირის (426,100 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ინდივიდუალურ მეწარმე „დავით სიხარულიძეს” 426,100 მგჰც სამუშაო სიხშირე, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს ინდივიდუალური მეწარმე „დავით სიხარულიძემ” სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე „დავით სიხარულიძე”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე