გადაწყვეტილება N 147 სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2002
მიღების თარიღი აპრილი 19, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე, დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საჭიროების შემთხვევაში მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ნებართვების მიღება;
3. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე