გადაწყვეტილება N 144 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2002
მიღების თარიღი აპრილი 16, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 311.01A/S-2115 04.02.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აპარატურის შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე