გადაწყვეტილება N 143 შპს “ ინტელ XXI ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2002
მიღების თარიღი აპრილი 16, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ინტელ XXI”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N SD66 05.04.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს შპს „ინტელ XXI”-მა აპარატურის შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე