გადაწყვეტილება N 139 შპს “ შავი ზღვის ტელეკომი ”- სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული , კოაქსიალური და ბოჭკოვან - ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2002
მიღების თარიღი აპრილი 12, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის, ბ.ე) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „შავი ზღვის ტელეკომს” ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება ქ. თბილისი (საქართველო) ქ. ვლადიკავკაზი (რუსეთი) მიმართულებით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
5. სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ტექნოლოგიური საკითხების დაზუსტებისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდგომ შპს „შავი ზღვის ტელეკომმა” უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე