წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 137 შპს “ ალკომი ”- სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული , კოაქსიალური და ბოჭკოვან - ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 137 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2002

მიღების თარიღი აპრილი 12, 2002

  შპს „ალკომი”-სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის, ბ.ე) ქვეპუნქტის   საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „ალკომს” ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება ქ. ბათუმი – სარფი-ს მიმართულებით;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
  • შპს „ალკომმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

    5.      სამშენებლო-ტექნიკურ დოკუმენტაციაში ტექნოლოგიური საკითხების დაზუსტებისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდგომ შპს „ალკომმა” უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ (მ. გოთოშია)  და იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                     ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები