წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 136 რუსეთის ცი ფ რული სატელევიზიო მაუწყებლობის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 136 / 14

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2002

მიღების თარიღი აპრილი 12, 2002

 რუსეთის ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის  სადგურების წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (12.09.01.  № UMS- 50/1752)  რუსეთის ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის სადგურებისათვის CHERKESSK- -45 TVC; KARACHAEVSK-25 TVC; KISLOVODSK-48 TVC; MAIKOP-45 TVC; NALCHIK-28 TVC; NOVOALEKSANDROVSK-50 TVC; PIATIGORSK-51 TVC; SOCHI-23 TVC; STAVROPOL-42 TVC; STAVROPOL-52 TVC; VLADIKAVKAZ-46 TVC   მინიჭებული არხების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის სადგურების CHERKESSK-45 TVC; KARACHAEVSK-25 TVC; KISLOVODSK-48 TVC; MAIKOP-45 TVC; NALCHIK-28 TVC; NOVOALEKSANDROVSK-50 TVC; PIATIGORSK-51 TVC; SOCHI-23 TVC; STAVROPOL-42 TVC; STAVROPOL-52 TVC; VLADIKAVKAZ-46 TVC  გამოყენებაზე (12.09.01.წ № UMS-50/1752  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

           

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები