გადაწყვეტილება N 135 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის TUAPSE – 103 . 4 Mhz ( Mod N 084039326 ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2002
მიღების თარიღი აპრილი 12, 2002
რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის
TUAPSE 103.4 Mhz (Mod N 084039326) წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (30.10.01.
№ UMS- 50/2041) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის TUAPSE 103.4 Mhz (Mod
N 084039326) მინიჭებული სიხშირის გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის TUAPSE 103.4 Mhz (Mod N 084039326) გამოყენებაზე (30.10.01.წ № UMS-50/2041 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე