გადაწყვეტილება N 134 შპს “ ახალი ქსელები ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 1940 მგჰც და 2140 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2002
მიღების თარიღი აპრილი 12, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ახალ ქსელებს” 1940 მგჰც და 2140 მგჰც სამუშაო სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით, ქ. თბილისში რადიო-სარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის (ა.ს.ს. 76-სა და ფონიჭალის დასახლებას შორის);
2. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ახალი ქსელები”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე